skip to content
ახალი ამბები

ჯეიმს ობრაიენი: ახალი კანონმდებლობა „საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა საქართველოს პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ისინი „საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნიან“ . მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ ყოველთვის გამოვა ადამიანის უფლებების, მათ შორის სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებების დასაცავად ყველასთვის“.

ამ განცხადებას წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, ასევე ანტი-ლგბტ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button