skip to content
ახალი ამბები

მეთიუ მილერი: რუსული კანონის წინსვლის შემთხვევაში, „თვალი ადევნეთ“ შესაძლო ქმედებებს

8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას და განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია კანონპროექტის ინიცირების გამო, ხოლო „იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოვიმოქმედებთ მისი წინსვლის შემთხვევაში, თვალი გვადევნეთ“.

კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე, პრესსპიკერმა განაცხადა: „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ“.

მეთიუ მილერმა ასევე აღნიშნა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი „საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ხელს შეუშლის იმ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიაწოდონ“.

„ახლა, ის ჯერ კიდევ კანონპროექტია. მას ჯერ კანონის სახე არ მიუღია. ამიტომ, არ მინდა, რომ დღეს ვიმსჯელო იმ პოტენციურ შედეგებზე ან იმ პოტენციურ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლოა ჩვენ გადავდგათ“, – დასძინა მეთიუ მილერმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button