ახალი ამბები

აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილი წარადგინეს

თამარ ტალიაშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალ ელჩად წარადგინეს.

ტალიაშვილი ამ პოსტზე დავით ზალკალიანს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ელჩის თანამდებობა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. ტალიაშვილი საქმიანობას 10 ივლისიდან შეუდგება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შესაბამის განკარგულებას მმართველი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს.

იურისტი თამარ ტალიაშვილი 2022 წლიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. 2018 წლიდან ის ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლიდან 2022 წლამდე იგი „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 2014 წლიდან 2020 წლამდე კი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

This post is also available in: English

Back to top button