მეთიუ მილერი: ‘ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს’
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 5 აპრილს „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების გამო.
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს და ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას აუმჯობესებენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის მისწრაფებებს მიჰყვეს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
We are deeply concerned that draft legislation introduced into Georgia’s parliament will derail Georgia from its European path and harm civil society organizations improving the lives of Georgian citizens. We urge the government of Georgia to advance its EU aspirations.
— Matthew Miller (@StateDeptSpox) April 5, 2024
ასევე წაიკითხეთ:
- 04/04/2024 – არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი პარლამენტთან კანონპროექტზე თანამშრომლობას წყვეტს
- 04/04/2024 – ევროკავშირი: „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს
- 04/04/2024 – ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის განცხადება „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების შესახებ
- 03/04/2024 – პრეზიდენტი: „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უქმნის
- 03/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)