skip to content
ახალი ამბები

ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის განცხადება „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების შესახებ

ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების დააანონსების შემდეგ, განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, „ეს კანონპროექტი არამარტო არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს აყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში“.

განცხადებაში ნათქვამია: „წარმოუდგენლად სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უცხოური აგენტების შესახებ კანონს უკან აბრუნებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ყოფს ქვეყანას“. სენატორებმა აღნიშნეს, რომ ეს კანონი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს.

ამერიკელმა სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ „ქართველმა ხალხმა უარი თქვა ამ კანონპროექტზე 2023 წლის მარტის მასობრივი აქციებით“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოქტომბრის მოახლოებული არჩევნები იქნება „გადამწყვეტი ინდიკატორი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“. სენატორები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button