ახალი ამბები

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დაასრულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა. მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა და პირობა დადო, რომ განაჩენს „გონივრულ ვადაში” გამოაცხადებს. 23 წლის გრიგორიადისს 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებიან. იგი პროცესს დისტანციურად ჩაერთო.  

სასამართლო მოსმენის პარალელურად გრიგორიადისის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები პარლამენტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. გრიგორიადისის ოჯახი მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ელის და აპირებს, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 მარტს კიდევ ერთხელ გადადო ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი და მიზეზად სხდომაზე ბრალდებულის დაუსწრებლობა დაასახელა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა. 

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს თბილისში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. იგი პოლიციისთვის ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მის დაკავებას წინააღმდეგობა და მშვიდობიანი პროტესტი მოყვა, რადგან ის განიხილებოდა, როგორც სისტემის ანგარიშსწორება იმ ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button