skip to content
ახალი ამბები

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ  30 დღე დაჰყონ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეები 2023 წლის სექტემბრიდან სარგებლობენ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლით.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button