skip to content
ახალი ამბები

მედია: ნავალნის თანამოაზრე საქართველოში არ შემოუშვეს 

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ლავალნის თანამოაზრის, ლიუბოვ სობოლის სიტყვებზე დაყრდნობით, რუსეთის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდი“ იტყობინება რომ აგვისტოში სობოლს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

ტელეკომპანიამ ცნობით, სობოლი საქართველოში შემოსვლას სომხეთიდან სახმელეთო გზით ცდილობდა, რათა შემდეგ იქიდან სხვა ქვეყანაში გაფრენილიყო.

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი თანმხლები პირი მაშინვე შემოუშვეს საქართველოში, ხოლო თავად სობოლს, დაახლოებით, ერთ საათს ალოდინეს, შემდეგ კი საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს.

მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება.

სობოლმა აღნიშნა, რომ ის მანამდე არც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულა და არც საქართველოს საწინააღმდეგო რაიმე ისეთი ქმედება ჩაუდენია, რაც საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდა.

„არ ჩამიდენია რაიმე ქმედება, რაც საქართველოსთან მიმართებით მტრულად ჩაითვლებოდა… არ ყოფილა რაიმე სხვა ისტორიები, რომლებიც არამეგობრულად შეიძლებოდა მიეჩნიათ“, – განაცხადა მან.

„სამოქალაქო საქართველო“ ინფორმაციის გადამოწმებას შსს-სთან ცდილობს. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

ასევე წაიკითხეთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button