skip to content
ახალი ამბები

გამოსახლების საქმეზე სასამართლომ რვა ბრალდებულს ჯარიმა დააკისრა

26 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული ბრალდებით დაკავებული რვა პირი, თითოეული, 2000 ლარით დაჯარიმდა. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დაუდასტურა. ორგანიზაცია სასამართლოში რვა ბრალდებულიდან შვიდის ინტერესებს იცავდა. ამავე ინფორმაციით, მერვე დაჯარიმებულს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას მწვავე წინააღმდეგობა მოყვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები კეკელიძის ქუჩაზე 23 იანვარს დილას მივიდნენ, თუმცა გამოსახლების მცდელობას ბინის მესაკუთრეებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოყვა.

ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს, აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხასაიას და კეკელიძეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავებიან. იმავე დღეს პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის კიდევ 18 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button