skip to content
ახალი ამბები

Forbes: საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესები წამოიწყეს

Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემის თანახმად, საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესები წამოიწყეს. 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, მათ ქვეყანაში 13 000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს.  

კომპანია „ფინიონის“ დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი, რომლის ანალიტიკოსებმაც მოამზადეს მონაცემები Forbes-ისთვის, საქართველოს პოპულარობას რუს მეწარმეებში მის ხელსაყრელ ბიზნეს რეგულაციებსა და საგადასახადო სისტემას უკავშირებს.

შედარებისთვის, Forbes-ის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე საქართველოში დაახლოებით 16 000 რუსი ინდმეწარმე დარეგისტრირდა, მაშინ როცა 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე ქვეყანაში რუსების მიერ მხოლოდ 7 788 კომპანია დაარსდა.

საქართველოს შემდეგ მოდის ყაზახეთი 6 100 ახალი კომპანიით, ხოლო მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო იყოფენ. თითოეულ მათგანში იმავე პერიოდში, დაახლოებით, 3 200 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

Forbes-ის ცნობით, 2023 წელს, დაახლოებით, 2 750 კომპანია დაფუძნდა თურქეთში, 3 000 სერბეთში და დაახლოებით 950-1000 არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. 2023 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების საერთო რაოდენობამ 23 713 იურიდიულ პირს მიაღწია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button