skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები „ალტ-ინფოსა” და კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტის ლგბტი უფლებების დამცველი ჯგუფის ექვსმა წევრმა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, თანასწორობის საკითხებში ევროკომისრის ჰელენა დალისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სახელზე ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა, სადაც 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს ლგბტქი პირებზე თავდასხმაა დაგმობილი. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომ „ალტ-ინფოსა“ და მის ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას მიზნობრივი სანქციები დაუწესონ.

წერილში ევროპარლამენტარები „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ ლგბტქი პირებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების გამო და აღნიშნავენ, რომ ძალადობა, რასაც „თბილისი პრაიდის“ დროს დახურული ღონისძიების ჩაშლა მოყვა, იმის მანიშნებელია, რომ „ანტი-ლგბტქი რიტორიკას, დეზინფორმაციასა და ძალადობას ქართულ პოლიტიკაში მუდმივი ხასიათი აქვს“.

„ეს თავდასხმები მკაფიოდ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, რაც „დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტებია“, ნათქვამია წერილში და ხაზგასმულია, რომ „ქვეყნებმა, რომლებიც ისწრაფვიან, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გახდნენ, როგორიც საქართველოა, პატივი უნდა სცენ თითოეული მოქალაქის ამ ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და უფლებებს“.

„დაჟინებით მოგიწოდებთ ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგათ, რათა დაგმოთ „თბილისი პრაიდზე“ განხორციელებული ლგბტქი-ფობიური თავდასხმები“, – ნათქვამია წერილში.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button