
ახალი ამბები
ჩეხეთმა კიდევ ხუთი ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა
ჩეხეთის მთავრობამ კიდევ ხუთი ქართველი თანამდებობის პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი, დაასანქცირა 2024 და 2025 წლებში საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში მათი როლის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლად დასანქცირებული პირები არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, მოსამართლეები კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი და მიხეილ ჯინჯოლია, ასევე პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
This post is also available in: English