ახალი ამბები

საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სოციალურ შემწეობას იღებს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლევის თანახმად, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში 254 333 ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას, რაც არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 28.3%-ია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მესამე ბავშვს სჭირდება საარსებო შემწეობა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 146.3 %-ით გაიზარდა.

საქართველოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაში 341 002 ბავშვია რეგისტრირებული, რაც ბავშვების საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენს, წერია კვლევაში.

სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვების მიმართ მთავრობის პოლიტიკაში არის პოზიტიურ ცვლილებები: მაგალითად, 16 წლამდე ბავშვებისთვის 120 ათას ქულამდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მიღების ქულათა ზღვარი; იზრდება არასრულწლოვნების ყოველთვიური გასაცემელიც – 2023 წლის ივლისიდან ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ბავშვზე სოციალური შემწეობა 200 ლარით განისაზღვრება.

თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება. 2018 წელს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ბავშვთა მიზნობრივი შემწეობის პაკეტი არასრულწლოვნების ყველაზე ღარიბი მეათედის მხოლოდ 43%-მდე აღწევდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის თანახმად 2019 წლისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 37%-ს მოიცავდა. ფონდის 2023 წლის ანგარიში მიუთითებს, რომ სოციალური შემწეობის სისტემის მიღმა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 47% არის დარჩენილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button