ახალი ამბები

მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი: „ლგბტ პრაიდი საქართველოში არასოდეს ჩატარდება“

ვატო შაქარიშვილი, წარსულში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელმაც გასულ წელს „კონსერვატიული მოძრაობა – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დააფუძნა აცხადებს რომ “საქართველოში, ლგბტ პრაიდი არასდროს ჩატარდება.”

შაქარიშვილის თქმით საზოგადოება, “იქნება მტკიცე და ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, მასშტაბური სოდომი და გომორის მოწყობის მცდელობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.”

შაქარიშვილმა მოიპოვა ინფორმაცია იმ მიწის მფლობელის შესახებ, სადაც ფესტივალი იმართება, რომელიც, მისი თქმით არის “თბილისის იპოდრომ სერვისი”. ის დაუკავშირდა კომპანიის ზოგიერთ მფლობელს, რომლებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარების შესახებ.

შაქარიშვილი კერძო მესაკუთრეებს მოუწოდებს, რომ ზომები მიიღონ და ლგბტ ფესტივალი აღკვეთონ, სხვა შემთხვევაში “ადგილზე საზოგადოების დიდი ნაწილი შეიკრიბება და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს, რომ ლგბტ ფესტივალის ჩატარების პრეცედენტი საჯარო სივრცეში არასდროს მოხდეს.”

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში შაქარიშვილი ბორჯომში გამართულ ლიბერალური განათლების აკადემიის ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკზე თავდამსხმელებს შორის იმყოფებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button