ტურისტების მიმართ ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 30 მაისს განაცხადა, რომ ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მაისს სასაზღვრო პოლიციის უმცროს სერჟანტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებისას ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ, მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არარსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (მე-3, „ბ“) მიმდინარებს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)