ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 11 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.
უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე“ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/05/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 30/04/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
- 03/01/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)