ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისთვის მიწის გადაცემის გაპროტესტებისთვის ახალგაზრდები დააკავეს

სოხუმის მილიციამ „წვრილმანი ხულიგნობის“ ბრალდებით ექვსი ახალგაზრდა გოგონა და ორი მამაკაცი დააკავა მას შემდეგ, რაც მათ რამდენიმე საზოგადოებრივ ადგილას საპროტესტო ბანერები ჩამოკიდეს.

აქტივისტები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული მოძრაობა „ხარახპიცუნდას“ წევრები არიან, აცხადებენ, რომ ბანერები, რომლებზეც აფხაზი მწერლებისა და პოლიტიკოსების პატრიოტული ციტატები იყო გამოსახული, მიზნად ისახავდა ყურადღების მიპყრობას „ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდული მოძრაობა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას, ასევე სოხუმის ისტორიულ უბნებში სასტუმროებისა და მრავალსართულიანი შენობების აშენებას ეწინააღმდეგება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გოგონები „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო ორ მამაკაცს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალი წარედგინა, რასაც ისინი უარყოფენ.

ოკუპირებული აფხაზეთის „ომბუდსმენმა“, ანას ქიშმარიამ განაცხადა, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა უსაფუძვლოდ შეზღუდეს აქტივისტების გამოხატვის, სიტყვისა და გადაადგილების თავისუფლება, და პირობა დადო, რომ მათ გარანტირებულ თავისუფლებებს დაიცავდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემა დიდი ხანია მწვავე განსჯის საგანია, თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ საკითხმა ახალგაზრდა აქტივისტების პროტესტი გამოიწვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button