ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) 4 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 30 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე – ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი, მათ შორის, გააქტიურებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

სუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „აქტიურად მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button