ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, 30 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ინციდენტის შესახებ მაშინვე შეატყობინეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი, რათა უკანონოდ დაკავებული პირები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ.
სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/01/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
- 19/12/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 24/11/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)