skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 19 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე“ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების „უმოკლეს ვადებში“ გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლება „ყველა არსებულ მექანიზმს“ იყენებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button