ახალი ამბები

გაბონის მახლობლად გემიდან ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტომ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან სამი მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის, ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, მათ შორის, საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად.

ამავე ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button