ახალი ამბები

კვორუმის არარსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ვერ შედგა

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების გამოსაძიებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კვორუმის არარსებობის გამო კენჭი ვერ უყარეს. უმრავლესობამ გადაწყვიტა არ დარეგისტრირდეს კენჭისყრაზე, ხოლო ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს ნაბიჯი ქართველ მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. „სასამართლოს დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, უმრავლესობა არ გაივლიდა რეგისტრაციას, რაც მოსამართლეების მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის აქტს წარმოადგენს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სხდომაზე მხოლოდ 51 დეპუტატი დარეგისტრირდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ, „მნიშვნელოვანი კორუფციის“ ბრალდებით ბოლოდროინდელი სანქციების გამო ოპოზიციამ კომისიის შექმნის ინიციატივა გასულ კვირას გააჟღერა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button