მიხეილ სააკაშვილი არც სააპელაციომ გაათავისუფლა, არც სასჯელი გადაუვადა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა და არც სასჯელი გადაუვადა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ სააპელაციომ საქმე ისე განიხილა, რომ უფლებადამცველები პროცესს არ დასწრებიან. გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საკითხს ისინი სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში მიმართეს. სასამართლომ გადაწყვეტილება 6 თებერვალს მიიღო და მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2023 – ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა
- 22/02/2023 – „ვივამედის“ ექიმები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის „დამძიმების ტენდენციაზე“ საუბრობენ
- 06/02/2023 – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლა, არც სასჯელი გადაუვადა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)