ახალი ამბებიმულტიმედიაფოტოგალერეა

ფოტოამბავი: უკრაინის სოლიდარობის მრავალათასიანი აქცია თბილისში

რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა.

რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და საქართველოში უკრაინელები და რუსებიც შეურთდნენ.

საპროტესტო აქცია მმართველი უმრავლესობის მხრიდან მზარდი ანტიდასავლური გზავნილებისა და პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირების ფონზე გაიმართა. ამ უკანასკნელს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკა მოჰყვა.

საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების მხრიდან უკრაინისადმი არასათანადო მხარდაჭერით. ამავე კონტექსტში, მთავრობის პოლიტიკის მიმართ ხშირად კრიტიკულია პრეზიდენტი ზურაბიშვილიც. საგულისხმოა, რომ დღეს, ომის წლისთავზე მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები უკრაინის მიმართ მკვეთრი სოლიდარობით იყო განმსჭვალული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button