ახალი ამბები

საფრანგეთი და გერმანია ასოცირებული ტრიოს ევროპულ გზას მხარს უჭერენ 

ელისეის ხელშეკრულების მე-60 წლისთავთან დაკავშირებით 22 იანვარს გამოქვეყნებული ფრანგულ-გერმანული დეკლარაციის თანახმად, გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ გზას.

დოკუმენტში ორი ქვეყანა ხაზს უსვამს ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლურ ფლანგზე მათ გაძლიერებულ ჩართულობას და კიდევ ერთხელ აცხადებს „მზადყოფნას გავზარდოთ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების მედეგობა, მათ შორის, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მათ ევროპულ გზაზე“.

ამასთან, გერმანია და საფრანგეთი გმობენ რუსულ აგრესიას. დეკლარაციის თანახმად, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ორი ქვეყანა მზადაა დაიცვას ევროპული ღირებულებები და ინტერესები და მხარი დაუჭიროს საერთაშორისო დღის წესრიგს გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე.

ერთობლივ დეკლარაციაში გერმანია და საფრანგეთი საერთო ინტერესის მქონე საკითხებსაც განიხილავენ, როგორებიცაა – ძლიერი ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ევროპის თავდაცვის გაძლიერება; ძლიერი სამრეწველო, ტექნოლოგიური და ციფრული პოლიტიკა; ეკონომიკური სიძლიერე; ენერგოუსაფრთხოება; მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, და ევროპის დემოკრატიული მოდელის კონსოლიდაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button