ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიზიტისას სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მათვე ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები“, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში, რომლის თანახმადაც, „პრემიერმინისტრმა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“.
Had a pleasure of meeting @avucic, President of ?? in the frames of @wef. Highlighted support to territorial integrity of our countries. Discussed dynamic co-op, economic relations and prospects for expanding collaboration ???? pic.twitter.com/yGVAt17BGU
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 18, 2023
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)