სალომე ზურაბიშვილი ბროვარიში მომხდარი ტრაგედიის გამო „ღრმა მწუხარებას“ გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა უკრაინის ქალაქ ბროვარიში 18 იანვარს ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რის შედეგადაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე და დასძინა: „საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“.
Deeply saddened by the tragic helicopter accident in #Brovary
I express my deepest condolences to the families of the victims, the people of #Ukraine, and President @ZelenskyyUa
Georgia grieves with you
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 18, 2023
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ ამ ეტაპისთვის, მომხდარის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვა დასტურდება, მათ შორის, 2 ბავშვია. მისივე თქმით, 22 დაზარალებული, მათ შორის, 10 ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/01/2023 – სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად“ გმობს დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სასტიკ თავდასხმას
- 25/11/2022 – პრეზიდენტი გმობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „მუდმივ“ თავდასხმებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)