skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი გმობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „მუდმივ“ თავდასხმებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „მუდმივ“ თვდასხმებს, რაც „მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ, ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს“.

„ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა“, – დაწერა სლომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე და დასძინ, რომ „საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა.

რუსეთის საჰაერო ავიაიერიშების შედეგად, უკრაინას ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემები აქვს. სააგენტო „როიტერმა“ გუშინ დაწერა, რომ კიევის მცხოვრებნი გააფრთხილეს, რომ ავიაირეშების გაგრძელებისთვის მოემზადონ და საკვები, წყალი და თბილი ტანისამოსი მოიმარაგონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button