
სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად“ გმობს დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სასტიკ თავდასხმას
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მკაცრდ“ დაგმო 14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის „სასტიკი“ სარაკეტო თავდასხმა და თქვა, რომ „ეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაუშვებელი ძალადობა და ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა“.
„ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები ქალაქ დნიპროსა და მთელს უკრაინაში დაკარგა“, – დაწერა დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
I strongly condemn the atrocious attack on a residential building in #Dnipro, Ukraine. An unacceptable show of violence against peaceful civilians, breaching all norms of international law.
?? We stand with those who lost loved ones in Dnipro and across ??#SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 15, 2023
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, 14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა, მინიმუმ 35-ის პოვნა კი – ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)