Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო უკრაინისთვისთვის გენერატორების შესაძენად 1.5 მლნ ლარს გამოყოფს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 16 დეკემბერს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ მთავრობა 1.5 მლნ ლარს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად.  

მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა  უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის მიერ 5 დეკემბერს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინამ საქართველოს გენერატორები ერთი თვის წინ სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.  

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილების შესახებ პირველად 9 დეკემბერს განაცხადა, რა დროსაც აღნიშნა, რომ „ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს არ შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულ იქნა სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში შევიდა. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ“.  

უკრაინა გენერატორებს საერთაშორისო თანამეგობრობას მას შემდეგ თხოვს, რაც რუსეთმა ზამთრის პერიოდში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელება დაიწყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button