ახალი ამბები

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი თბილისს ესტუმრა

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი ალი ასადოვი თბილისს ესტუმრა, სადაც ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ენერგო უსაფრთხოების, ასევე ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.  

შეხვედრის დროს, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა“.  

ამ კონტექსტში, ღარიბაშვილმა საქართველოში 2022 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის „ძალიან მნიშვნელოვანი“ ვიზიტი გაიხსენა, სადაც მხარეებმა მიმდინარე სტარტეგიულ პროექტებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.  

საქართველოს პრემიერმინისტრმა „კმაყოფილებით“ აღნიშნა, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა.  

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ასადოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი „დიდ მნიშვნელობას“ ანიჭებს ამ ვიზიტს და „მჯერა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას“.  

ასადოვის თქმით, კომისიის სხდომა „კარგი შესაძლებლობაა“ ორმხრივი ურთიერთობებისა და აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული „მნიშვნელოვანი მეგაპროექტების“ განსახილველად.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button