ახალი ამბები

ილჰამ ალიევი საქართველოს სტუმრობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 24 ოქტომბერს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია, სადაც იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს შატო მუხრანში უმასპინძლა, სადაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა

სიტყვის დასაწყისი პრემიერმა ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევის ვიზიტის „უდიდესი მნიშვნელობა“ აღნიშნა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ღვაწლს გაუსვა ხაზი. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – დასძინა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრაზე იმ საკითხებზე ისაუბრეს, „რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერს პარტნიორობას და თანამშრომლობას“. პრემიერისვე თქმით, მათ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები და რეგიონში არსებული სიტუაციაც მიმოიხილეს.

ამ კონტექსტში მან მშვიდობისა ად სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც „არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და ზოგადად ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის“. „ჩვენ ყველანი ვთანხმდებით რომ ის რაც ხდება უკრაინაში უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით“, – დასძინა მან.

„ჩვენ ასევე, შევეხეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე , ეს ჩვენ რა თქმა უნდა , დიდ იმედს გვაძლევს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, რომ „გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ“.

საქართველოს პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. „პირიქით ეს დაეხმარება და მე მჯერა რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიესალმა სამმხრივი (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის შესახებ პრაღაში პრეზიდენტ ალიევის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას.

ხაზი გაუსვა რა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს „ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი“, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ერთობლივად განხორციელებული ისეთი ტრატეგიული პროექტები, როგორებიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები. „შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც მქონდა საუბარი“.

„ჩვენ ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ როგორც მიმდინარე ასევე დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის მიზნით ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა“, – დასძინა მან სიტყვის დასასრულს.

მასალა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სიტყვის შესაბამისად განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button