ახალი ამბები

სასამართლო მოსმენაზე არდაშვების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა 14 დეკემბერს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადეს დღეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სააკაშვილის ჩართვა მოსმენაზე, რაც ექსპრეზიდენტმა არაერთხელ მოითხოვა.   

ხაჭაპურიძემ ექს-პრეზიდენტის წერილი წაიკითხა, რომელშიც წერია: „დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს“. აღნიშნა რა, რომ ეს არის ქართული და საერთაშორისო ნორმების დარღვევა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ „იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას“.  

„რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს, ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, – ნათქვამია წერილში.  

დღევანდელ მოსმენაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხი განიხილებოდა. 

უკვე რამდენიმე კვირაა საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, ასევე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და მხარდამჭერები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ, რაც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.  

თუმცა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ სააკაშვილი „სიმულაციას“ მიმართავს და უარს აცხადებს ექიმებთან თანამშრომლობაზე.  

მომდევნო მოსმენა 2022 წლის 22 დეკემბერს გაიმართება.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button