skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ 13 დეკემბერს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი დაიღუპნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თევდორაძე და ქართველიშვილი უკრაინის ქალაქ ბახმუტთან იბრძოდნენ. ამ დროისთვის უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ დაღუპულთა სამშობლოში გადმოსასვენებლად საჭირო ღონისძიებები ტარდება.

10 დღის წინ, 3 დეკემბერს, ასევე ბახმუტთან დაიღუპა ხუთი ქართველი მებრძოლი – ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს 28 მოქალაქე დაიღუპა.

მსგავსი/Related

Back to top button