ახალი ამბები

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

3 დეკემბერს, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი ბახმუტთან ე.წ. „კადიროველთა“ თავდასხმას ემსხვერპლნენ.

უკრაინაში კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, რომეო ფარულავამ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში თქვა, რომ მათ ბრძოლის წინ ხაზზე მყოფ მებრძოლებათნ მუდმივი კონტაქტი აქვთ, რომლებიც ამბობენ, რომ „ძალიან რთული ვითარება არის ბახმუტში“.

მისივე თქმით, დაჭრილია ასევე მეთაური, დანარჩენი მებრძოლები კი – „არიან ალყაში და მიდის ბრძოლა ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან ჩარჩენილები, ასევე ჩვენი დაღუპული გმირების“.

„ბიჭებს აუცილებლად გამოვიყვანთ, არ დავტოვებთ“, – ხაზი გაუსვა მან.

დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გუშინვე მიუსამძიმრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

არაოფიციალური გამოთვლით, გუშინ დაღუპული 5 მებრძოლის ჩათვლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, ჯამში საქართველოს 26 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button