შალვა პაპუაშვილი ბერლინს სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბერლინს სტუმრობს, სადაც იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილთან ერთად გერმანიაში ასევე იმყოფებიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი; ასევე ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობიაშვილი და რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი, ხათუნა სამნიძე.
ბუნდესტაგის პრეზიდენტთან შეხვედრა
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა.
მათვე აღნიშნეს, რომ „ახალმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა საქართველოს, როგორც ძირითადი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი“.
შალვა პაპუაშვილმა „დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე“.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მდგრადი ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დგას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე.
შალვა პაპუაშვილმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტისვე ინფორმაციით, თავის მხრივ, ბერბელ ბასმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
Reviewed 30 years of strong partnership between ??&?? with @BarbelBas, President of @Bundestag. ??'s contribution to strengthening ??'s democratic institutions has been immense. Talked about parliamentary ties, ??'s EU membership path, ongoing reforms and ??'s transit potential. pic.twitter.com/RL132xnfpF
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) November 30, 2022
ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანტონ ჰოფრაიტერთან შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
შალვა პაპუაშვილმა ანტონ ჰოფრაიტერს გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში საქართველოს მეირ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები.
ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გერმანია მიესალმება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამ მიმართულებით საქართველოს უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.
ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა
საქართველოს პარლამენტის ცნობით, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან შეხვედრაზე მხარეებმა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს უკრაინის ომის შედეგები ევროპის კონტინენტისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა მეტი სიცხადის აუცილებლობას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპაში ენერგოკრიზისზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.
მხარეები საპარლამენტო კომიტეტებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზეც შეთანხმდნენ.
Fruitful exchange with @MAStrackZi, Chairperson of the Defense Committee of @Bundestag. Discussed grave consequences of Russia's war in Ukraine. NATO remains the biggest preventive Alliance and ??'s NATO membership is a necessity. ?? has proved to be a trusted NATO & EU partner pic.twitter.com/3X8ywzagVP
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) November 30, 2022
ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.
„აღინიშნა, რომ გერმანია მზად არის საქართველოს აღმოუჩინოს დახმარება ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და კანონშემოქმედებითი ექსპერტიზის თვალსაზრისით“.
ამავე ინფორმაციით, ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერმა განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გერმანიის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)