Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ჰოლოდომორის ხსოვნის შესახებ განცხადებას შეუერთდა

საქართველოს იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც 24 ნოემბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის შემდეგ ჰოლოდომორის 90-ე წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებას შეუერთდა.

განცხადება პატივს მიაგებს ჰოლოდომორის მსხვერპლებს და ხაზს უსვამს, რომ „ეს არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც იყო უკიდურესი ბოროტებისა და ტანჯვის საუკუნე“.

აღნიშნავს რა, რომ „სტალინის სასტიკი პოლიტიკის“ შედეგად მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპა, განცხადება ხაზს უსვამს, რომ „ამ ტრაგიკულ დღეს, გვინდა პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ მათ ოჯახებსა და ნათესავებს, ასევე უკრაინელ ხალხს, რომელსაც უშუალოდ შეეხო შიმშილი“.

„მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ჰოლოდომორი, რომელსაც ამდენი უკრაინელი ემსხვერპლა“, – ნათქვამია განცხადებაში. „მათი ხსოვნა გვახსენებს ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ასევე კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას, მომავალში ადამიანური ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად“.

განცხადების თანახმად, „საკვები და შიმშილი არასდროს უნდა იქნას გამოყენებული იარაღად“.

საქართველოსთან ერთად, განცხადებას ხელი მოაწერეს ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა – ჩრდილოთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, სერბეთმა, ალბანეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებმა – ისლანდიამ და ლიხტენშტაინმა, აგრეთვე ანდორამ და სან მარინომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button