ახალი ამბები

ქართველმა ინსტრუქტორებმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედროებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 25 ნოემბერს განაცხდა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეებს შორ მანძილზე სროლის ორკვირიანი კურსი ჩაუტარეს.

უწყებისვე ცნობით, სნაიპერთა მომზადების კურსი ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებისთვის საქართველოში მეორედ ჩატარდა და სწავლებაში საფრანგეთის ლეგიონი ასევე მეორედ მონაწილეობდა.

თავდაცვის სამინისტროსვე განცხადებით, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებაც ჩატარდა, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ.

„სამხედროებმა სწავლების დროს სტრესულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოები შეასრულეს და მაკონტროლებელ-დამკვირვებლებისგან მაღალი შეფასება მიიღეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button