skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) 3 ნოემბერს განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე – ვლადიმერ ჯოხაძე და მალხაზ ტიელიძე და 1 არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. აგრეთვე, გააქტიურებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზიც.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის თქმით, „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button