ახალი ამბები

სუსი ცხინვალის საუკუპაციო ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციაზე“ საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცხინვალის საუკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ „ბორდერიზაცია“ განახორციელეს.

სუს-ის თქმით, მომხდარზე გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხზაი და ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე“, – განაცხადეს სუს-ში.

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფარგლებში ლითონის ბოძებისა და მავთულხლართების უკანონოდ დაამონტაჟების შესახებ სუს-ში, 30 სექტემბერსაც განაცხადეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button