ილია დარჩიაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კოლეგებს ხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან კოლეგა მინისტრებს ხვდება.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს დენდიასთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა განიხილეს და ვაჭრობის და ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობის დღის წესრიგზე გაამახვილეს ყურადღება.
მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც მიმოიხილეს. ილია დარჩიაშვილი მიესალმა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის „მტკიცე მხარდაჭერას“.
Pleasure to meet my Greek counterpart @NikosDendias. ?? and ?? are longtime friends with common values and we will spare no efforts to reinforce our friendship even more and to deliver new benefits to our peoples. Greece's firm support to our country is highly appreciated. pic.twitter.com/p92YPltKJt
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 20, 2022
არაბთა გაერთიანებული ემირატების საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა
არაბთა გაერთიანებული ემირატების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან შეხვედრაზე საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოსა და გაერთიანებული ემორატების მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს გაუსვეს ხაზი, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აღნიშნეს.
მათვე საქართველოს მიმართ გაერთიანებული ემირატების ბიზნესწრეების მზარდ ინტერესზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს მიმართ და უკვე განხორციელებულ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს. „მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ სავაჭრო- ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისთვის შესაბამისი სახელშეკრულებო ბაზის მომზადების კუთხით“.
Productive meeting w/FM of the UAE H.H. @ABZayed. ??is committed to develop strong p'ship with?? that will span various areas, as there is great potential for mutually beneficial coop, especially in the field of economy. Welcome agreement on visa-free travel between our countries pic.twitter.com/7cgCO8UXjA
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 20, 2022
სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სოლომონის კუნძულების საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრები
სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვივიან ბალაკრიშნანთან შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ორი ქვეყნის საერთო პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით წარმატებული გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატეს.
თავის მხრივ, სოლომონის კუნძულების საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მუდმივ წარმომადგენელთან, ჯერემი მანელისთან შეხვედრაზე მხარეებმა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან საქართველოს „წარმატებულ“ თანამშრომლობასა და წყნარი ოკეანის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატებში აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი.
Enjoyed interesting meeting with the FM of Singapore ?? @VivianBala. Despite being miles apart, our countries have a huge potential for developing fruitful cooperation in numerous areas from economy to tourism. We stand ready to continue working in this direction. pic.twitter.com/BIsJKKxgZb
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 20, 2022
პერუს, სენტ ლუსიას, ტიმორ-ლეშტი, ბოტსვანას, განას და გამბიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სესარ ლანდსმა ლათინურ ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებული ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი განიხილეს. მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის „აქტიურად“ მუშაობის მზადყოფნა გამოხატეს.
საქართველოს საგარეო უწყებისვე ინფორმაციით, იმავე დღეს, სენტ ლუსიას საგარეო, საერთაშორისო ვაჭრობის და დიასპორის მინისტრთან, ალვა რომანუს ბაპტისტთან შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა საქართველოსთვის ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრებმა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ტიმორ ლეშტის საგარეო საქმეთა მინისტრ ადალიზა მაგნოსთან შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი, „რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა საქართველოსა და ტიმორ-ლეშტის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ იმუშავებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.
თავის მხრივ, განას, გამბიის და ბოტსვანას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, შირლი ეიორკორი ბოჩვისთან, მამადუ ტანგარასთან და ლემოგანგ კვეიპისთან შეხვედრაზე მხარეებმა აფრიკის სახელმწიფოებთან საქართველოს „წარმატებულ“ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი, „ორმხრივი ურთიერთობების მზარდი პოტენციალი განათლების, სახელმწიფო მმართველობით სფეროში რეფორმების გამოცდილების გაზიარების და სხვა მიმართულებით“.
ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდთსაც შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია განიხილეს და ორგანიზაციის ფარგლებში „უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში“ საქართველოს „აქტიური“ ჩართულობა აღნიშნეს.
„მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ხაზი გაესვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, ეუთოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ „ეუთო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
Delighted to meet OSCE SG @HelgaSchmid_SG, within the scope of the #UNGA. Discussed the security of the region and importance of the OSCE's engagement. Expressed gratitude for supporting ?? and highlighted the organization's role in the Geneva International Discussions. pic.twitter.com/8I9bhFxWFn
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 20, 2022
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 სექტემბერს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს ასევე არიან – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)