Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 20 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე ახალ გენერალურ აუდიტორად 5 წლის ვადით ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. ყავლაშვილს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 1 იყო.

39 წლის ყავლაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 16 სექტემბერს წარადგინა, ირაკლი მექვაბიშვილი შეცვალა. ამ უკანასკნელს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.

„აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული“, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა წარდგენისას.

ცოტნე ყავლაშვილი 2006 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა. 2015 წლიდან მას ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button