
ახალი ამბები
გენერალურმა აუდიტორმა თანამდებობა დატოვა
გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მთავრობაში მისი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნა იგეგმება.
ყავლაშვილი პარლამენტმა ახალ გენერალურ აუდიტორად ხუთწლიანი ვადით 2022 წლის სექტემბერში დაამტკიცა. შესაბამისად, მისი ვადაზე ადრე გადადგომის მიზეზი უცნობია.
This post is also available in: English