
ახალი ამბები
ევროკავშირის ახალი ელჩი პრემიერმინისტრს შეხვდა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი, პაველ ჰერჩინსკი 9 სექტემბერს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას. ამ გადაწყვეტილებამ „საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს“, ნათქვამია პრესრელიზში.
ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადება
- საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- ილია დარჩიაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)