skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ეკონომიკის მინისტრი სოხუმში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

გასულ კვირას, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის დროს, რუსეთის ეკონომიკის მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი 11 აგვისტოს სოხუმში „პრემიერმინისტრ“ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობის აპარატის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, მათ შორის, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების პროგრამაზე შეთანხმების განხორციელებას.

ამ კონტექსტში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „ინვესტორთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის სამართლებრივ მექანიზმებსა და ბანკთაშორისი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“.

შეხვედრის დროს, ანქვაბმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისთვის მიმდინარე მზადებაზე ისაუბრა.

მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ აღმოფხვრან 2019-2020 წლებში რეგიონისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამოყენების კუთხით რუსეთის ფედერალური ხაზინის მიერ 2021 წელს ჩატარებული აუდიტის მეშვეობით გამოვლენილი დარღვევები.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button