ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 11-12 ივლისს პრაღას სტუმრობს. ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ესწრება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარლგებში, იუსტიციის მინისტრი ჩეხ კოლეგას, პაველ ბლაჟეკს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებაზე იმსჯელა, რომელიც „ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს“.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს, მათ შორის, ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული სერვისები; ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და თანამშრომლების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

რატი ბრეგაძე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და მათ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქართველოს მიღწევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები გერმანიისა და საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button