Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 20 აპრილს ჩინელ კოლეგას, ვან ის ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას კოვიდ-19-ის პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ვან იმ საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თბილისთან კავშირების განმტკიცების მზადყოფნა გამოხატა, რათა, „ერთობლივად შეუწყონ ხელი მშვიდობიან განვითარებას, საერთაშორისო სამართლიანობისა და სამართლის დაცვას“.

ამავე განცხადებით, „ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს მიერ განვითარების დამოუკიდებლად არჩეულ გზას და მიესალმება გლობალური განვითარების ინიციატივებისადმი საქართველოს ადრეულ შეერთებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button