skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი ნიდერლანდების პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა 

საქართველოსა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ ტელეფონით ისაუბრეს და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილ განაცხადებს.

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება და აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის.

პრემიერმინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ვითარების დეესკალაციისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

თავის მხრივ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საუბრის დროს, მან ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button