ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი დანიელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დანიელ კოლეგას, მეტე ფრედერისკენს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ორმხრივ ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება.

პრემიერმინისტრებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

დანიის პრემიერმინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქართველ კოლეგასთან საუბრისას მან გამოხატა „დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

„დანია და ევროკავშირი ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების გვერდით დგანან და მზად არიან, საჭიროებისამებრ დაეხმარონ“, – დასძინა მან.

დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი ტელეფონით პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკისაც ესაუბრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button