Placeholder canvas
ახალი ამბები

იანვარში ქვეყნის მშპ 18%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 18%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.

2021 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11.5%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარში მშპ-ს რეალური ზრდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.43% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button